ავარიის შედეგად ვლადიმერ პუტინის მძღოლი დაიღუპა - შემთხვევა მოსკოვში
- მსოფლიო
- 07.09.2016
- 13:40
მოსკოვში მომხდარი ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მძღოლი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის დროს მანქანაში თავად პუტინი არ იმყოფებოდა.
ინციდენტი მოსკოვის ცენტრში, კუტუზოვის გამზირზე მოხდა. პრეზიდენტის კორტეჟის BMW-ს ავტომობილს Mercedes-ის მარკის მანქანა შეეჯახა. პუტინის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200