საზ.მაუწყებლის, GDS-ის, „იმედისა“ და „მაესტროს“ დაკვეთით, საპარლმანეტო არჩევნებზე ეგზიტპოლს კომპანია TNS-ი ჩაატარებს
- საზოგადოება
- 07.09.2016
- 17:40
საზოგადოებრივი მაუწყებლი, ტელეკომპანიები GDS-ი, “იმედი“ და “მაესტრო“ 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე ერთობლივ ეგზიტპოლს ჩაატარებენ.
ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლი კომპანია TNS-ს დაუკვეთეს, საველე სამუშაოებს კი კომპანია “გორბი” შეასრულებს. კონტრაქტის ღირებულება 937 635 აშშ დოლარია.
როგორც ტელეკომპანია GDS-ის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ გობეჯიშვილმა 2030.news-ს განუცხადა, ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ერთობლივად ჩატარება იმ მიზეზით გადაწყვეტის, რომ ხარჯები გადანაწილებულიყო.
“მთავარი მიზეზი ეგზიტპოლების ერთად ჩატარების არის კონტრაქტის ღირებულება - კერძოდ, ტელევიზიებს თანხა გადაგვენაწილებინა და, შესაბამისად შემცირებულიყო ხარჯიც“,- აღნიშნა თინათინ გობეჯიშვილმა.
კომპანია TNS-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი სააგენტოა, არის მსოფლიოში ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო და საკონსულტაციო კომპანია Kantar-ის შემადგენლობაში. Kantar-ი აერთიანებს 13 კვლევით და კონსალტინგურ კომპანიას, მათ შორის TNS-ს.
TNS-ი 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მის კლიენტებს შორის არის ევროკომისიაც.