png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან

  • ეკონომიკა
  • 11.09.2016
  • 11:28
ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა. (Lisa Granik, Kyle Eberle, Giancarlo Luiggi, Carolyn Beaty, Aaron Zebrook, Amber Rill, Tristan Prat-Vincent, Bruno Almeida,  Isabella Fitzgerald, Barbara Haimes).

ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში: "გოცას ღვინოები", "ალავერდის მონასტრის მარანი", „დანიელის მეღვინეობა", „შალაურის ღვინის მარანი", "თელავის ღვინის მარანი", "შუხმან ვაინს ჯორჯია", „შუმი", "თელედა", „ჩვენი ღვინო", „ხოხბის ცრემლები", „ნიკა ბახიას მარანი", „ჩელთი", „თელიანი ველი", "ლაგვინარი", "შატო მუხრანი", "თბილღვინო", „ვინოტელი" და „ბაგრატიონი 1882", სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork"-ის ხელმძღვანელის, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არაერთი ღვინის ტურით ეწვია საქართველოს - ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი  სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

„ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმეობელთან ჩანს. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიოს დონის, მაღალი ხარისხის ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს.  მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში"  " - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის წარდგენას ამერიკელი ღვინის პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„ზოგადად, აშშ-ს ბაზარი რთულია ბაზარია, რადგან ამერიკელი მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ. ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე ჯერ, სამწუხაროდ, მაღალი არ არის, თუმცა ყოველწლიურად მატულობს სწორედ ასეთი პროფესიონალების ვიზიტების და იმ აქტივობების შედეგად, რომელსაც ამ ბაზარზე ვახორციელებთ. ახლაც პროფესიონალები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს და ის შთაბეჭდილება, რომელიც მათ შეექმნებათ, აბსოლუტურდ განსხვავებული იქნება იმისგან, რაც შეიძლება მათ წაიკითხონ სადმე ან ნახონ სხვაგან" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში გამართული დეგუსტაციებისა, საქართველოში ღვინის პროფესიონალების მოწვევით და სხვა აქტივობებით, ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ კამპნიას ახორციელებს, რაც უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 172 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge