png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი საყვარელი კაცი - ბიძინა ივანიშვილი

  • კომენტარები
  • 12.09.2016
  • 12:55
დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი საყვარელი კაცი - ბიძინა ივანიშვილი

დიმიტრი ხუნდაძე არის საოცრად პროფესიონალი და „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრია, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე მისი ფავორიტია.  

მისივე თქმით, დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკაში მისი თხოვნით მოვიდა და ძალიან სწრაფად განვითარდა ამ სფეროში.

„კიდევ ერთხელ, თუ გვისმენენ მცხეთიდან - დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი საყვარელი კაცი, ძალიან საოცარი პროფესიონალი, კარგად მოვიდა პოლიტიკაში, მაგარი მეომარი კაცია, ის არის „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრი და მას უნდა დავუჭიროთ მხარი. მცხეთაში რამდენჯერმე ვერ მოვახერხეთ კანდიდატის შერჩევა, ვისზეც გავაკეთეთ აქცენტი ჩაგვეშალა, მერე მეორე, მესამე და სულ მეხმარებოდა ამ პროცესში, რაღაც დროს დავრჩით ასე, აღარ გვყავდა კანდიდატი. ასე შევხედე დიმიტრის, ხომ არ წახვალ მეთქი. რას ამბობს ბატონო ბიძინა, არასდროს პოლიტიკაზე არ მიფიქრიაო. აი, ასეთი კაცია, ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა პოლიტიკაში. ძალიან სწრაფად გადაეწყო, ნიჭიერი კაცია. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც, ძალიან მოწესრიგებული პიროვნება, ძალიან წესიერი კაცი. გამოვიდა ისე, რომ ჩოჩელს დაუყენებია დამოუკიდებელ კანდიდატად მცხეთაში კანდიდატურა და მე ის გუნდის წევრად დავასახელე. ავურიე გოჩა ენუქიძეში, გოჩა ენუქიძე გახლავთ იმ ჯგუფიდან, არის მაჟორიტარობის კანდიდატი. მე მას შევხვედრივარ, ძალიან სიმპათიური კაცია, ასეთი გადაცდომა მომივიდა და ამის გასწორება მომინდა”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge