რომის პაპი თბილისს 30 სექტემბერს ეწვევა
- საზოგადოება
- 12.09.2016
- 14:46
რომის პაპი საქართველოსს 30 სექტემბერს ეწვევა. იმავე დღეს რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200