primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ხაშურში ტრადიციული ფესტივალი „ოქროს შემოდგომა - 2016" გაიმართა

  • საზოგადოება
  • 12.09.2016
  • 18:10
ხაშურში ტრადიციული ფესტივალი „ოქროს შემოდგომა - 2016" გაიმართა

10 და 11 სექტემბერს ხაშურსა და სურამში ტრადიციული ფესტივალი „ხაშური - ოქროს შემოდგომა - 2016" გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.საზეიმო ღონისძიებები ხაშურის ქალაქის პარკში დილიდან დაიწყო. ჩატარდა გოგონათა რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ქალაქის ქუჩებში მოეწყო საზეიმომსვლელობა, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების, ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენები და ადგილობრივიპროდუქციის დეგუსტაცია. საინფორმაციო სტენდი მოაწყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმაც.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძემ ყაზბეგის ქუჩაზე ახალი სკვერი გახსნეს.ტრადიციულად, ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ხაშურის საპატიო მოქალაქეები. გაიმართა წარჩინებული სტუდენტების, ვეტერანი და პერსპექტიული სპორტსმენების დაჯილდოება. 

საღამო დაასრულა ფესტივალზე სპეციალურად მოწვეული ჯგუფის, „ეგარის" და ადგილობრივი „Spam Jam"-ის კონცერტმა.

ფესტივალს სტუმრობდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.

ტრადიციულად, ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ ხაშურთან დამეგობრებული ქალაქების, ნოვოგრად-ვოლინსკი (უკრაინა), რადვილიშკისი (ლიტვა), ბაუსკა (ლატვია), ჰედემორა (შვედეთი),გორკი (ბელორუსი) ტარნოვი (პოლონეთი) წარმომადგენლები. 

ღონისძიებებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გადაინაცვლა, სადაც ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და ნოვოგრად-ვოლინსკის რადას თავმჯდომარემ ვიქტორ ვესელსკიმ ხელი მოაწერეს ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ნოვოგრად-ვოლინსკისრადას შორის პარტნიორობის გაგრძელების შესახებ მემორანდუმს. ღონისძიებები ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული კონცერტით დასრულდა. „ლესიაობის"დღესასწაულს საპატიო სტუმრის რანგში სტუმრობდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ნაზაროვი.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრადიციული ფესტივალი „ხაშური - ოქროს შემოდგომა 2016" ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დამუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge