primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

  • საზოგადოება
  • 13.09.2016
  • 11:44
საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი  50 წლის იუბილეს აღნიშნავს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითსაქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში  საქართველოში მეფუტკრეობის დარგის შენარჩუნება.  დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარება და თაფლის წარმოების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამეცნიერო მიმართულებით დარგისგანვითარებას. თაფლის წარმოების ზრდისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში კოოპერატივებს თანამედროვე სკები, თაფლის საწური და თაფლის შესანახი ავზები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეები ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, ასევე შეძლებენ წარმოებული პროდუქციის ერთი ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის უფასოდჩატარებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა და მისი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის რეგულაციები თაფლთან მიმართებაში ითვალისწინებდა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მოხდება საქართველოს ჩასმა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარემ, რამაზ თავართქილაძემ ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეთა კავშირის 50 წლიანი საქმიანობის,  მეფუტკრეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის, არსებული მიღწევებისა  და გამოწვევების შესახებ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ  დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს მათი უწყებების მიერ მეფუტკრეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე პროექტები.

ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, წარმატებული მეფუტკრეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა.  ღონისძიების ბოლოს მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებასსოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების  და საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge