სირიის არმიამ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
- მსოფლიო
- 13.09.2016
- 12:01
სირიის არმიამ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის საინფრომაციო სააგენტოები ავრცელებენ.
მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი სირიის არმიის პოზიციებს უტევდა. ინციდენტი სირიის სამხრეთ დასავლეთით, კუნეიტრის პროვინციაში მოხდა.
ისრაელის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200