მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება
- საზოგადოება
- 13.09.2016
- 16:35
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება. აღნიშნულ დასახლებაში 25 000 კვ.მ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და 4 კმ-მდე სიგრძის სანიაღვრე ქსელის მოწყობაა დაგეგმილი.
თბილისის მერი დავით ნარმანია, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, დღეს მუხიანი N2-ის დასახლებაში იმყოფებოდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, საწყის ეტაპზე დასახლებაში ქუჩების პროექტირება მოხდება, რის შემდეგაც, მომავალი წლიდან უკვე ძირითადი სამუშაოები დაიწყება.
სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 2 000 000 ლარი იქნება.
თბილისის მერი გამგებელთან ერთად ადგილზე მოსახლეობას შეხვდა, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200