primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალი" ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო

  • სამართალი
  • 14.09.2016
  • 11:13
   სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალი" ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და  მამუკა ხაზარაძის სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის", მისი რედაქტორისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და დააკისრა ფულადი ჯარიმა - 6000 ლარი - ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. 

საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებულ სასამართლო დავას, რომელიც „ასავალ-დასავალის" მიერ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა.

თიბისი ბანკმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით  2014 წლის 21 თებერვალს მიმართა. ბანკი და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.   

ერთწლიანი განხილვის შემდეგ 2015 წლის 11 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა.  

ამის შემდეგ „ასავალ-დასავალმა" კვლავ გააგრძელა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება, რასაც "თიბისი ბანკმა" და მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო საჩივრით უპასუხეს.

სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთის მიერ ცრუ ფაქტების გავრცელებით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს", მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს სოლიდარულად 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფულადი ანაზღაურების საკითხიც და მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება. როდესაც მედიასაშუალება მხილებულია  მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვაში, ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, რასაც არ პასუხობდა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თანხას, სასამართლომ გაითვალისწინა „მსუსხავი ეფექტის" ალბათობა და გაზეთს ის თანხა დააკისრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა მისი არსებობის საკითხს,"- აცხადებს თიბისი ბანკის ადვოკატი ქეთი ქვარცხავა.    

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge