primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში Henkel-ის ახალი ქარხანა გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 14.09.2016
  • 13:30
საქართველოში Henkel-ის ახალი ქარხანა გაიხსნა

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.

კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი პირობებია, - ასე შეაფასა რეგიონული მნიშვნელობის ქარხნის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც დღეს ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც საქართველოში გერმანული ბიზნესისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვაზე ისაუბრეს.

„ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი - Made in Georgia, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება. ორი წლის წინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევხვდით Henkel-ის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს და მაშინ იყო საუბარი ამ პროექტის დაწყებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის  განვითარება და ვფიქრობ, ამ ქარხნის გახსნა დროში ზუსტად ემთხვევა იმ ათვლის წერტილს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებული სისწრაფით წინსვლას ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა Henkel-ის წარმომადგენლებს, ახალი ქარხნის გახსნასთან ერთად, კომპანიის 140 წლის და მისი წამყვანი ბრენდის, Ceresit-ის 110 წლის იუბილეც მიულოცა, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა, განსაკუთრებით კი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორ გიორგი პერტაიას.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა, Henkel-მა, რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა Henkel-ის სამშენებლო მასალების დირექტორმა ზდენეკ ბრიჩმა.

„მინდა, მადლიერებით აღვნიშნო აქ არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ჩვენი საერთო წარმატებული მომავლის. მწამს, ჩვენ და თქვენ ერთად ვიამაყებთ, რომ მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი პროდუქტისაქართველოში დამზადდება. ამიტომ, ვულოცავ ჩვენ თავსა და თქვენ - საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მომხმარებლებს. განსაკუთრებული მადლიერება მინდაგამოვხატო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ, მისი სტუმრობისა და მხარდაჭერისათვის",- განაცხადა ზდენეკ ბრიჩმა.

Henkel-ის ქარხანა, Ceresit-ის ბრენდით, აწარმოებს 40-ზე მეტ ცემენტზე დაფუძნებულ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია, როგორც საქართველოს, ისე - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge