png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსთავში „მაკდონალდსი“ გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 15.09.2016
  • 15:07
 რუსთავში „მაკდონალდსი“ გაიხსნა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსთავში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას  დაესწრო. რესტორანი, რომელიც რუსთავში, მეგობრობის გამზირზე აშენდა,  საქართველოს მასშტაბით, „მაკდონალდსის“ ქსელის რიგით მე-11  სწრაფი კვების ობიექტია, რომელშიც 62 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „მაკდონალდსის“ ეს რესტორანი განსაკუთრებულია, რადგან გამოირჩევა მომსახურების ახალი, ეფექტური პლატფორმით, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მასში მოქმედებს 24 საათიანი „დრაივის“ სერვისი. დიმიტრი ქუმსიშვილტან ერთად „მაკდონალდსის“ გახსნის ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია და ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესწრებოდნენ.

„ეს არის სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ შეიქმნა არა უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი, არამედ მეგობრული ეკოსისტემა ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ყველა იმ პირისთვის, ვისაც უნდა დასვენება და ხარისხიანი მომსახურეობის მიღება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუსმიშვილმა

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ ასევე შეიქმნა სკვერი და გარემონტდა ის შენობები, რომლებიც არის „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„თვითონ რესტორანში ჩადებულია 5 მილიონის ინვესტიციები და ეს იყო სწორედ ის ვალდებულება, რომელიც კომპანიას ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე აღებული. დღეს რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, ისინი არიან სულ რუსთაველები და შესაბამისად, სწორედ მათ მიეცათ დასაქმების შესაძლებლობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და მენეჯმენტს იმიტომ, რომ მათ რუსთავში ნამდვილად მოახერხეს და მოაწყვეს ზეიმი. ასევე მინდა მივულოცო რუსთაველებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დღეს უკვე თავიანთ ქალაქში მიიღონ იმ სტანდარტის მომსახურება, რომელსაც ქართული „მაკდონალდსი“ გვთავაზობს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რუსთავის „მაკდონალდსის“ საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, „დრაივი“ კი მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემასახურება.  რესტორანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მაკდონალდსის მთლიან ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, 828 ადამიანს შეადგენს. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს -  თბილისში, ბათუმში,  ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge