png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ფრანგული ბრენდის ჰიპერმარკეტი გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 15.09.2016
  • 15:57
 თბილისში ფრანგული ბრენდის ჰიპერმარკეტი გაიხსნა

თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა. მარშალ გელოვანის გამზირზე 6 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრნენ.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარში აღნიშნა, ეს არის პირველი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა ევროპის კავშირის გარეთ გახსნა. „კომპანია ევროპის მასშტაბით ფლობს 200 ჰიპერმარკეტს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდია ამ მიმართულებით. ჰიპერმარკეტში ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. ამ პროექტში განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 90-ზე მეტი ადამიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობაში 10%-ით მეტი ადამიანი დასაქმდა. დღეს ვაჭრობაში 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14 000-ით მეტი ადამიანი. ეს არის დადასტურება იმისა, თუ სად იქმნება ვაჭრობაში ადგილები და როგორ მიდის საქართველო წინ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ბრიკორამას“ წარმომადგენლების ინფორმაციით,   ჰიპერმარკეტი არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. მათი განცხადებით, ჰიპერმარკეტში ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

„ბრიკორამამ“ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ბრენდის  შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, რომ იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge