png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა

  • ეკონომიკა
  • 16.09.2016
  • 14:55
სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა. 
„თბილისის მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული „Man Truck and Bus AG“-ის ავტობუსით განაახლებს. პროცესი ამით არ სრულდება და თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2016 წლის ივლისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით მუნიციპალურ „MAN“-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. 
“ამასთან, ჩვენ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. მოდერნიზებულია 4 ვაგონი. კაპიტალურად შეკეთდა 8 ვაგონი, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანიამ 7,5 მლნ. ლარი დახარჯა. წლის ბოლომდე დასრულდება 4 ვაგონის მოდერნიზაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც 2009 წლიდან უფუნქციო იყო. განახლებული საბაგირო დღის განმავლობაში 3 500 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გონდოლები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის; ვაგონები აღჭურვილია ველოსიპედის ჩამოსაკიდი მოწყობილობით.
„აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია საცობების მართვის 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომებისა და პარკინგის ადგილების შექმნა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისში 700 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელების დამონტაჟდება. ამჟამად, ჯამში 200 მოსაცდელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში უკვე დამონტაჟებულია. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge