png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი კახა კუჭავა განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 16.09.2016
  • 18:27
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი კახა კუჭავა განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი კახა კუჭავა განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ გამოქვეყნდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) 2016 წლის ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია: ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია უსწრებს. საქართველოსთან ერთად მე-5 პოზიციას იკავებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა, ირლანდია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესების მთავარი ფაქტორია საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე წარმატებული მონეტარული პოლიტიკა. ანგარიშში მითითებულია, რომ გაუმჯობესდა შემდეგი ინდიკატორები: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებელი სასამართლო, საკუთრების უფლების დაცვა, ინფლაციის კონტროლი და სხვა. საქართველო 159 ქვეყანას შორის საუკეთესო ხუთეულშია, შედარებისათვის, მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. კერძოდ: ამ რეიტინგში თურქეთს - 90-ე, უკრაინას - 135-ე, რუსეთს - 102-ე, აზერბაიჯანს - 107-ე, სომხეთს კი მე-18 პოზიცია უჭირავთ. პროგრესი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ფრეიზერის ინსტიტუტის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2013 წლის ანგარიშის მიხედვით - 21-ე ადგილზე, 2014 წლის - მე-16 ადგილზე, 2015 წლის მე-12 პოზიციას იკავებდა", - ნათქვამია კუჭავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge