primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

"ის, რაც მე "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი" - სვიმონ ჯანგულაშვილი

  • ეს საინტერესოა
  • 19.09.2016
  • 15:42
"ის, რაც მე "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი" - სვიმონ ჯანგულაშვილი

გუშინ მუხრანბატონის სასახლის ეზოში, ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 12 ავტორი გამოვლინდება. გამარჯვებულთა გამოვლენის და დაჯილდოების შემდეგ, "საბას" მეორე ნაწილში - "ფურშეტი" გაიმართა. 

სწორედ ფურშეტის ნაწილი გახდა, დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის აღშფოთების მიზეზი. დირიჟორი სოციალურ ქსელში მწვავე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ის, რაც მე დღეს "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველები სერიოზულად ვართ ავად.
დაჯილდოება რომ დამთავრდა და კონცერტი დაიწყო, ასე, დაწყებულ კონცერტზე, წამოხტნენ პატივცემული და პატივნაცემი ნომინანტები, დაჯილდოებულნიც, და დაუჯილოდებელნიც და მათი მეგობარ-ახლობლები, და ხმამაღლა, გამოთქმით ულოცავდნენ ერთმანეთს, და ასე, დაწყებული კონცერტის (რომელიც მათ ეძღვნებოდა) ფონზე, ხმამაღლა, სრულიად გრუზინულ-თათქარიძისეული ხორხოცით გაემართნენ მაყურებელთათვის განკუთვნილი სკამების უკან გაშლილი ფურშეტისაკენ.
ეს პატივცემული მწერლები, პოეტები და პოეტესსები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, ლიტერატორები, რომლებიც დარდობენ, რომ ხალხი უკულტუროა, რადგანაც აღარ კითხულობს - მათ ბრძნულ ნააზრევს, მათ ნაწერებს, ნაწერებს, რომელიც მოწოდებულია, რომ კულტურა "გადაარჩინოს", კულტურისაკენ მოაბრუნოს ხალხი.. ხოდა, აი ეს პატივცემული ლიტერატურული მუშაკები, აბსოლუტური უკულტურობით, საშინელი ღრიანცელით, ითხოვდნენ ღვინოს, ყველსა და პურს, და სულ თავიანთ ლიტერატურაზე ეკიდათ კონცერტი, კონცერტის მონაწილე გენიალური გორის ქალთა გუნდი და სიტყვებით რომ ვერ აღწერ - ჩემი ზვიად ბოლქვაძე, საოცარი გიორგი შამანაური და ნინა სუბლატი, ჯგუფი "ნიუტონი", ოთო ნემსაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ანა დოიაშვილი, ფენომენალური ლიზა რამიშვილი და ჩვენი საწყალი გუნდიც.
მერე ეს, ლიტერატურული მუშაკები, რომელთაც, სულ თავიანთ ლიტერატურაზე დაიკიდეს მუსიკა, მობრუნდებიან გაკვირვებულები - რატომ ჰკიდიათ ადამიანებს ჩვენი ლიტერატურაო..
ბუნდოვნად ჩანდა ჩვენი სცენიდან, როგორ ისხდნენ ბოლომდე - რატი ამაღლობელი, თუ არ ვცდები, ზურაბ კიკნაძე, ან ადამიანი, რომელიც მას ჰგავდა, ქეთი დუმბაძე, მამუკა ხაზარაძე მეგობრებით, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე, რომელიც, ამ ასაკში, საკმაო სიგრილისა და ლიტერატორთა არნახული უკულტურობის მიუხედავად, ბოლომდე გულშემატკივრობდა ახალგაზრდა მუსიკოსებს... და კიდევ, ჩვენი მეგობრები. საბოლოოდ, ალბათ, სულ 20-30 ადამიანი ისხდა და უსმენდა მუსიკას.. სამაგიეროდ, უკან, ღვინოსთან და პურთან და ყველთან, იდგა და ბობოქრობდა ქართული გენია, იდგნენ და გუგუნებდნენ ქართული სიტყვის მადლიანი მსახურნი, ქართველი კალმოსნები, ერის მასწავლებელნი და აღმზრდელნი, ესთეტიკის, ეთიკისა და მუზების მსახურნი და უბირი ხალხის განმანათლებელნი - იდგნენ და ბობოქრობდნენ, ხორხოცობდნენ, ღადაობდნენ, ერთი სიტყვით, ისე იქცეოდნენ, როგორც ზოგადად ვიქცევით ქართველები სუფრებზე, პანაშვიდებზე, ტაძრებში და ბაზრებში - ყველა და ყველაფერი ეკიდათ, უბრალოდ, მაგრად ერთობოდნენ...
ვერ გიყვებით, რა საშინელი ხორხოცი და ხმაური იყო, ვერ გიყვებით შეწუხებული ოფიციანტების შესახებ, რომელთაც ვერაფრით ვერ გააგებინეს მთელ ამ ნატიფ საზოგადოებას, რომ ჯერ კონცერტი იყო და არ ჰქონდათ უფლება, მათთვის ყველი და პური და ღვინო მიერთმიათ, ვერ გიყვებით, როგორ ხმამაღლა კნაოდა და "პაროდირებდა" ვინმე მთვრალი მსახიობი თუ

 

დიზაინერი, ერთი სიტყვით, "არტისტი", მაშინ, როდესაც საოცრად მღეროდა გორის ქალთა გუნდი...
სამარცხვინო იყო, რაც მე დღეს ვნახე. ამ ხალხს "საბა" კი არა, მართლა ის ეკუთვნის მე მგონი, ქე რომ წინა პრეზიდენტი ემუქრებოდა.
რაც არ უნდა ცუდი მუსიკოსები ვყოფილიყავით იქ, რაც არ უნდა გაუგებარი მუსიკა ყოფილიყო, ნუთუ ასე ძნელი იყო, ნახევარი საათი მოთმენა და ღვინით მერე გატყვრომა? ნუთუ ოდნავ მაინც არაფერი სმენიათ მუსიკოსის შრომის შესახებ? რამდენი ენერგია და ძალისხმევა, რამდენი რეპეტიცია და გარჯა სჭირდება იმას, რასაც ისინი 2 ან 30 წუთში ისმენენ?
მსგავსი რამ, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც არ ხდება, ყველაზე უკულტურო და ბოგანო ადამიანებიც არ მოიქცევიან ასე, როგორც დღეს იქ მოიქცნენ ჩვენი "ნაღები", რჩეული ლიტერატორნი და მათი ჰამქარი.
რაღაცა ძალიან დალპა და ძალიან ყარს, ამ ჩვენს კურთხეულ სამეფოში..
ამის ნიშნად, ბოლოს საოცარი ნეხვის სუნითაც აღივსო, მუხრან-ბატონთა მრავლის მნახველი სასახლის ეზო...
მე მაპატიეთ "ნეგატივი".. წავიკითხავ ამ დიდებულ ლიტერატურულ გვამთა ნაწერებს, და მერე მეც ვისწავლი, როგორ უნდა დაიკიდო სხვისი ხელოვნება, და ამაყად ატარო ხელოვანის სახელი, და პრემია "საბაც".. სხვა პრემიებიც.
P.S. რა თქმა უნდა, "საბა" ძალიან მაგარი და საჭირო რამეა. ასეთი დარგობრივი პრემიები თუ კონკურსები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისათვის და მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკს, "საბას" გუნდს, რატის და ყველას, მადლიერების მეტი არაფერი არ ეკუთვნით ამ სიკეთისათვის...
მაგრამ....".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge