png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყაზახეთში ქართული საქველმოქმედო საღამო „რთველი" გაიმართა

  • საზოგადოება
  • 19.09.2016
  • 20:18
ყაზახეთში ქართული საქველმოქმედო საღამო „რთველი" გაიმართა

ყაზახეთის დედაქალაქ ალმატიში საქველმოქმედო ორგანიზაცია „The Rotary Club of Almaty"-ის, საქართველოს საელჩოსა დაქართული და ყაზახური კომპანიების მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო „რთველი" გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო, რომელზეც 20-მდე ნამუშევარი წარმოადგინეს.აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებისა დასუვენირების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებულ უპატრონო ბავშვთა სახლებსგადაეცემა.

საქველმოქმედო საღამოზე ქართულმა ვოკალურმა ტრიო „ალეგრო"-მ ქართული სიმღერები შეასრულა. ასევე გაიმართაყაზახეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის მაგდა თვალიაშვილის ჩვენება.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს უნიკალური კერძები, ქართული ღვინო,ჭაჭა და მინარალური წყლები. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს საწნახელში ყურძნის დაწურვის შესაძლებლობა ჰქონდათ, რამაცგანსაკუთრებული მოწონება დამსახურება.

 

საქველმოქმედო საღამოზე ასევე წარმოდგენილ იქნა საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების,ტურისტული პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა დაგანხორციელებული რეფორმების შესახებ საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები და სუვენირები.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, რაც ხელსუწყობს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიება „რთველს" 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ყაზახეთისრესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების,ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები.

საქველმოქმედო საღამოს მხარდამჭერები იყვნენ სს „სარაჯიშვილი", კომპანია „თბილღვინო", კომპანია „წყალი მარგებელი", „San Diego University", ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana" და სხვა ადგილობრივი კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ ქართული საქველმოქმედო საღამო „რთველი" ფართოდ გაშუქდა  ყაზახეთის რესპუბლიკის მედიაში,პრესასა და ინტერნეტ სივრცეში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge