png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 20.09.2016
  • 13:46
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

კრწანისის ქუჩაზე ახალ, №20 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო. კრწანისის №21-ში ახალაშენებული საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, ასევე, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადგახსნილი დაწესებულება სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

„კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და მოვაგვარეთ უბანში არსებული საბავშვო ბაღის  პრობლემა, რითაც 250-მდე  ბავშვი და მათი მშობლები გავახარეთ.  აშენდა ძალიან თანამედროვე  საბავშვო ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა სააღმზრდელო პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში  გახსნილია  ყველა ასაკობრივი  ჯგუფი.  ასე რომ, აღსაზრდელებს  თანამედროვე  წესებისა და მოთხოვნების შესაბამისი ბაგა-ბაღი მოემსახურება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

№20  საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა   2002 წელსთბილისშიმომხდარიმიწისძვრისშედეგადმძიმედდაზიანდა და ამ დრომდე  ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა.

კრწანისის #21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე არასტანდარტული  შენობა აშენდა,  რომელიცდღეიდან  200-ზე მეტი ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

ბაღში შექმნილია  აღსაზრდელთა 6, მათ შორის ერთი ბაგას ჯგუფი.

საბავშვო ბაღში დასაქმდა 40-მდე ადამიანი.  შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ 5 ახალ ბაღს შორის, რომელიც თბილისს წელს შეემატა. შემოდგომაზე ფუნქციონირებას  კიდევ 2 ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge