აჭარაში ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
- სამართალი
- 21.09.2016
- 13:12
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალსა და სოფელ ერგეში გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე განთავსებული იყო მეორე ხარისხის ფოთლოვანი სახეობის წიფლის საშეშე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია.
შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200