png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარადჭერას განაგრძობს

  • ეკონომიკა
  • 21.09.2016
  • 15:31
 საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარადჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ადგილობრივი ბიზნესის ლარის რესურსით დაფინანსების შესახებ. ბანკმა, 220 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD-ისგან) მოიპოვა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას მოახმარს. საქართველოს ბანკის „ევროპული ბიზნესსესხი“  - ლარის გრძელვადიანი ფინანსური რესურსია, რაც  საქართველოში არსებულ ბიზნესს, ასევე ქალ მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ და განვითარონ თავიანთი ბიზნესი.  

მნიშვნელოვანია, „ევროპული ბიზნესსესხის“ პირობები, რადგან მეტი სტიმულისთვის აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობისას, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მიღებული თანხიდან 15%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ (ე.წ cachback-ის სახით).  „ევროპული ბიზნესსესხის“  ვადა 5 წლამდეა, სესხის ოდენობა კი 250 000-დან 7.5 000 000 ლარამდე (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო) განისაზღვრება.

ადგილობრივ ბიზნეს „ევროპული ბიზნესსესხი“ დაეხმარება განავითარონ თავიანთი საქმიანობა. შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და  საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა. განაახლონ კომპანიის ავტოპარკი. გაარემონტონ ან აღადგინონ შენობა-ნაგებობა. ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებმა დააფინანსონ  სხვადასხვა მიზნობრიობა, რაც ხელს შეუწყობს  მათი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს მათ დანერგონ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტი და აითვისონ ევროპის ბაზარი.

„ევროპული ბიზნესსესხის“ ფარგლებში, ადგილობრივ ბიზნეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლონ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით სრულიად უფასოდ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge