png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის კონფერენცია მოხსენება გააკეთა

  • ეკონომიკა
  • 21.09.2016
  • 18:37
 დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის კონფერენცია მოხსენება გააკეთა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა კონფერენციაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა და მას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის ევრობანკის და ევროპის კავშირის ახალი, ერთობლივი დაფინანსების მექანიზმის გაცნობა, რომელიც დაინერგა „საქართველოს ბანკის“ მიერ საკრედიტო ხაზების საშუალებით და რომლის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა  და  ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში.

თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაცია, რათა ამ კუთხით მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. მისი განცხადებით, იმ ქართულ კომპანიებს, რომელთაც აქვთ ექსპორტის განხორციელების, ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, შეუძლიათ აღნიშნული საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენება. „ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას და ევროპასთან დაახლოებას“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევრობანკმა „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების შედეგად, აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციას გამოუყო 50 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარი. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი „საქართველოს ბანკისგან“ 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კომპანიების წახალისების მიზნით, გაცემულ სესხზე დამატებით ევროკავშირი უზრუნველყოფს კომპანიისთვის დაახლოებით 15%-მდე ფულის დაბრუნებას გრანტის სახით, რაც მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია ადგილობრივი კომპანიებისთვის. გარდა ამისა, მსესხებელი კომპანია ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მიიღებს რეკომენდაციებს საერთაშორისო კონსულტანტის მხრიდან, კომპანიის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იგეგმება EBRD-ის თანამშრომლობა სხვა ადგილობრივ ბანკებთანაც, რათა კერძო სექტორმა განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და  მომსახურების მოდერნიზაციის კუთხით ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აღინიშნა, რომ საქართველოში   მოქმედი   მცირე   და   საშუალო   ზომის   საწარმოებისთვის   ეს საკმაოდ მიმზიდველი ფინანსური პაკეტია შემდეგი ფაქტორების გამო: მცირე და   საშუალო ზომის ბიზნესისთვის კრედიტები ადგილობრივ ვალუტაში გახდება   ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოებისთვის; კრედიტების ვადიანობა  ხუთ წლამდე  პერიოდზეა გათვლილი, საიდანაც ორი წელი შეღავათიანია; მასტიმულირებელი ფაქტორის სახით, მცირე და საშუალო   ზომის საწარმოები   შეძლებენ   15   პროცენტის   დაბრუნებას   ფულად გამოხატულებაში; ამ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უფასო იქნება ტექნიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურების სახით; პაკეტი მოიცავს მხარდაჭერას ახალ   ტექნოლოგიებსა და   აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე ასევე მოხსენება გააკეთეს EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge