png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რა არ უნდა გამოაქვეყნოთ Facebook-ში?

  • ეს საინტერესოა
  • 22.09.2016
  • 13:45
რა არ უნდა გამოაქვეყნოთ Facebook-ში?

უცნობია, თუ ვინ კითხულობს თქვენს პროფილს სოციალურ ქსელში. ნებისმიერი პირადი ინფორმაცია თქვენს შესახებ შესაძლოა ავი ზრახვებისთვის იქნეს გამოყენებული.

ხუთი რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოაქვეყნოთ Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელში თქვენივე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

დაბადების თარიღი

არ არის საჭირო მიუთითოთ არც თქვენი და არც თქვენი ახლობლების დაბადების თარიღები. ამ ინფორმაციამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს პირად და ფინანსურ უსაფრთხოებას. იგივე ეხება სახლისა და მობილურ ტელეფონებს. Facebook-ზე არ განათავსოთ არავითარი პირადი მონაცემი, სახელისა და დაბადების არასრული თარიღის გარდა (არ არის აუცილებლი დაბადების წელის მითითება).

დედის ქალიშვილობის გვარი

საკრედიტო ბარათების ემიტენტები, უკაბელო კავშირის პროვაიდრები და სხვა კომპანიები ამ დეტალს თქვენი პირადი მონაცემების შესანახად გამოიყენებენ.

თქვენი ადგილმდებარეობა

ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ სტატუსის ყოველი განახლებისას ავტომატურად აქვეყნებენ ცნობას თავიანთი იმდროინდელი ადგილმდებარეობის შესახებ. ეს შესაძლებელია იყოს პარკის, მაღაზიის, ან რესტორნის მისამართი. თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახიფათოა, რადგან ეს პოტენციურ ქურდს შესაძლებლობას აძლევს დაადგინოს როდის არ იმყოფებით სახლში. ეს ეხება შვებულებასაც. ცნობა იმის შესახებ, რომ თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში სახლში არ იქნებით, მძარცველებისთვის საინტერესო ინფორმაცია გახდება. პოტენციურ მსხვერპლს დამნაშავეები უფროდაუფრო ხშირად ეძებენ Facebook-ის საშუალებით.

ავიაბილეთებისა და ჩასხდომის ტალონების ფოტოები

არასდროს გიფიქრიათ, რომ ავიაბილეთების ან ჩასხდომის ტალონების ფოტოების გამოქვეყნებით ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევთ შეცვალოს ან გააუქმოს თქვენი ჯავშანი? ამისათვის საკმარისია ვინმე შევიდეს ავიახაზების საიტზე. ბოროტმოქმედებს შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ადგილი, რეისი ან საერთოდ გააუქმნონ ჯავშანი.

ინფორმაცია ბავშვებზე და მათი ფოტოები

ბავშვები ძალიან საყვარლები და მომხიბვლელები არიან. გასაკვირი არ არის, რომ მათი ფოტოების გაზიარება ინტერნეტში ძალიან გიყვართ. მაგრამ არ იცით ვინ შეიძლება ნახოს ისინი. თქვენი შვილის ნებისმიერი ფოტო შესაძლოა მოხვდეს პედოფილებისა და საბავშვო პორნოგრაფიის გამავრცელებელთა ხელში. სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნოთ შიშველი ან ნახევრადშიშველი ბავშვების ფოტოები და არ მიუთითოთ მათი სრული სახელები. იყავით ყურადღებით!

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge