png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თხუთმეტმა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ფინანსური განათლებისთვის დააფუძნა

  • ეკონომიკა
  • 19.10.2015
  • 12:24
თხუთმეტმა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ფინანსური განათლებისთვის დააფუძნა

თხუთმეტმა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ფინანსური განათლებისთვის დააფუძნა. ახლადშექმნილი კოალიციის ოფიციალური პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართება.

კოალიცია ფინანსური განათლებისთვის არის კერძო სექტორის ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. ფინანსური განათლება მოიცავს ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებებსა და მოტივაციას, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კოალიცია აპირებს კერძო აქტორების მობილიზებას, რათა დაეხმაროს მის წევრებს სათანადო კოორდინაციითა და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორთან თანამშრომლობას. ახლადშექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი მიზანი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაა.

ღონისძიებას, რომელზეც მოხდება კოალიციის ხედვის, მიზნებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, მარეგულირებლები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge