სამი ადამიანი დაიღუპა ქარხანაში მომხდარი სროლისას
- მსოფლიო
- 23.09.2016
- 09:36
სამი ადამიანი დაიღუპა ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი სროლისას. ”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, ინციდენტი ამერიკის ტენესის შტატში მოხდა.
ქალაქის პოლიციის უფროსმა ჩარლზ ციგლერმა განაცხადა, რომ სროლა ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაიწყო, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინციდენტის მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200