png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ფინანთა მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს 3 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

  • ეკონომიკა
  • 19.10.2015
  • 12:39
ფინანთა მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს 3 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

ფინანთა მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს 3 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალი მდგრადობით გამოირჩევა.

„სახელმწიფო ვალის 78% უცხოურ ვალუტაშია და შეღავათიანია. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას.

„3 წლის მანძილზე ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას

2015 წლის 13-15 მაისს, საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მაღალი რანგის ისეთ საერთაშორისო ღონისძიებას, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი. ასევე წელს, თბილისში, 24-25 აგვისტოს გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარი მომლაპარაკებლების შეხვედრა, სადაც ბანკის დამფუძნებელი წევრების მიერ კონსესუსის გზით შერჩეული იქნა ბანკის პირველი პრეზიდენტი. ბანკში საქართველოს გაწევრიანება, ქვეყანას საშუალებას აძლევს დამატებითი რესურსი მოვიზიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

2013 წლის მაისის გაიმართა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა (Constituency Meeting).

2014 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად საქართველოში პირველად ჩატარდა „სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი“. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ADB-ს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, ვისაც გამოცდილება აქვს ვალის მართვის სფეროში.

თბილისში გაიმართა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი. თბილისში დაფუძნდა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული ოფისი, რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება“, აღნიშნა ანგარიშის პრეზენტაციისას ნოდარ ხადურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge