”ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის შემცვლელი დაასახელა
- მსოფლიო
- 26.09.2016
- 15:55
”ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის შემცვლელის ვინაობა დაასახელა. დაჯგუფების ახალი ”სამხედრო მინისტრი” ერაყის არმიის ყოფილი ოფიცერი იასინ ალ-მუადიდი გახდა.
ერაყული სააგენტო Al Mada-ს ინფორმაციით, ალ-მუადიდი ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით ხუთი წლის წინ გაწევრიანდა.
ალ-მუადიდის წინამორბედის, თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა ჯერ კიდვე მარტში გაავრცელა. ოპერაცია სირიაში ჰასეკის პროვინციის ქალაქ ელ-შადადის რაიონში მიმდინარეობდა.
სექტემბრის დასწყისში ერაყული მედია წერდა, რომ ალ-შიშანის მემკვიდრედ შესაძლოა ტაჯიკეთის შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი პოლკოვნიკი გულმუროდ ხალიმოვი დასახელებულიყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200