png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების წინააღმდეგ ენმ-ს განცხადება განიხილა

  • საზოგადოება
  • 26.09.2016
  • 18:00
 კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების წინააღმდეგ ენმ-ს განცხადება განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც თბილისში ა. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ეხებოდა.

განცხადების ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და  სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა.

კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი ტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში თბილისის მერიის დაკვეთით სარეკლამო კოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალურირეკლამისგანთავსებისან/დასაზოგადოებისათვისმნიშვნელოვანიინფორმაციისგავრცელებისმიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, აქედან გამომდინარე შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge