ბაღდადში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 27.09.2016
- 14:02
ერაყის დედაქალაქში აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30 ადამიანი.
”როიტერის” ინფორმაციით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა ქამარზე დამონტაჟებული ბომბი აიფეთქა. აფეთქება შიიტებით დასახლებულ რაიონში მოხდა.
ამ მომენტისთვია ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
Al Sumaria-ს ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთ ნაწილში მეორე აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი.
ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” ქმედებების გამო დაძაბული ვითარებაა. ივლისის დასაწყისში ტერორისტებმა ბაღდადში მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რომელსაც 324 ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200