”ისლამურმა სახელმწიფომ” ბაღდადის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო
- მსოფლიო
- 28.09.2016
- 09:22
ტერორისტულმა დაჯგუგება ”ისლამურმა სახელმწიფომ” ბაღდადში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო.
თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
თვითმკვლელმა თავი შიიტებით დასახლებულ ალ-ჯადიდიდს რაიონში აიფეთქა.
”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები თავიანთი თავდასხმების სამიზნედ ხშირად ირჩევენ ბაღდადის შიიტებით დასახლებულ რაიონებს.
წელს დაჯგუფებამ ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ტერაქტების სერია განახორციელა.
გახშირებული თავდასხმების მიუხედავად, სამთავრობო არმიასთან შეტაკებების შედეგად, ”ისლამური სახელწმიფო” ერაყში ტერიტორიებს ნელ-ნელა კარგავს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200