png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლევან დავითაშვილი ახლადგახსნილი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

  • ეკონომიკა
  • 28.09.2016
  • 11:47
 ლევან დავითაშვილი ახლადგახსნილი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალში,  ხილის გადამამუშავებელი საწარმო „იბერია ფრუთსი“ ამოქმედდა.  სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენისა (REAP) და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს და ხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 230 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 92 000 აშშ დოლარი გრანტია, 85 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 30 000 აშშ დოლარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დახმარება, ხოლო დანარჩენი კომპანიის მფლობელთა ფინანსური თანამონაწილეობაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში იქმნება ახალი საწარმოები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილები, რაც სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც რეგიონების, სოფლების და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანია „იბერია ფრუთსი“ ბიო ველური ვაშლის, ბიო ასკილის, ბიო ქაცვის და ბიო მოცვის, საკვები ჩირების და სამკურნალო მცენარეების გადამუშავების საწარმოო პროცესს  უზრუნველყოფს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად  114 ტონა საკვების და ხილის ჩაისთვის განკუთვნილი ნარევის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

კომპანია ნედლეულს მიიღებს შემგროვებლებისგან, რომლებიც დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ადგილობრივი მოსახლეობაა. შემგროვებლები ნედლეულს ჩააბარებენ ადგილობრივ შემგროვებელ პუნქტებში, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას საწარმოში.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 150 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  ერთიან აგროპროექტს ახორციელებს. პროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებით ბიძგს აძლევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge