მადონა ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად მთლიანად გაშიშვლდა
- მსოფლიო
- 29.09.2016
- 11:31
პოპ-მომღერალი მადონა დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად მთლიანად გაშიშვლდა. მომღერალმა შესაბამისი ფოტო Facebook-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
”მე ქეთი პერისთან ერთად შიშველი ხმას ვაძლევ ჰილარის. ის საუკეთესოა მათ შორის ვინც გყავს”, -წერს მადონა Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოსურათის ქვეშ.
მანამდე მომღერალმა ქეთი პერიმ გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ამერიკელებს მოუწოდებს წავიდნენ არჩევნებზე როგორც უნდათ, თუნდაც შიშვლები. თავად მომღერალი ვიდეორგოლში სრულიად შიშველია.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს იმართება. ჰილარი კლინტონის ძირითადი კონკურენტი დონალდ ტრამპია რესპუბლიკური პარტიიდან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200