png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თამარ ტალიაშვილი კონფერენციაზე - „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად’’ მოხსენებით გამოვიდა

  • საზოგადოება
  • 29.09.2016
  • 14:51
თამარ ტალიაშვილი კონფერენციაზე - „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად’’ მოხსენებით გამოვიდა

სასტუმრო  „რუმსში“ ორდღიანი კონფერენცია  სახელწოდებით - „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად’’ გაიხსნა, რომელზეც მოხსენებით ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“  თავმჯდომარის მოადგილე,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი გამოვიდა.

დეპუტატმა მოხსენებაში თბილისისთვის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, რეგიონალური შემოქმედებითი ცენტრის საჭიროებათა ანალიზზე და თბილისში ცენტრალური დაქვემდებარებისა და ანალოგიურ მუნიციპალურ ობიექტებს შორის ხიდების აგებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა.

ამასთან, ხაზი გაუსვა კულტურის სფეროს ფინანსური უზრუნველყოფისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობას, ასევე  ჰაბების და კლასტერების შექმნას და ტრადიციული, ეროვნული კულტურისა და შემოქმედების განვითარებისთვის ეკონომიკური მოტივაციის გაზრდას.

ღონისძიებზე მოხსენებები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ასევე ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოში ვინსენტ რეიმ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედების პროგრამის წარმომადგენელმა რაგნარ სილიმ და „შემოქმედებითი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა ზვიად მჭედლიშვილმა  წარმოადგინეს.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა ყურადღება თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ურთიერთქმედებაზე, ასევე არსებულ გარემოში შემოქმედებითობის განვითარებაზე გაამახვილეს და  შემოქმედებითი მეწარმეებისთვის საჭირო პირობების შექმნის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

კონფერენციაზე საუბარი ასევე  თბილისის რეგიონის შემოქმედების ცენტრად გარდასაქმნელად საჭირო ცვლილებებსა და თბილისელებისთვის კულტურული  და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობასაც შეეხო.

2 დღიანი კონფერეცია, რომელიც „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად’’ პროგრამის ფარგლებში ტარდება,  მიმდინარე წლის ივლისში საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა დაიწყო და  ააიპ „შემოქმედებითი საქართველო“ -ს ორგანიზატორობით, ასევე  თბილისის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამისა   და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისის პარტნიორობით ჩატარდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge