png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N61 ხაზზე გავა

  • საზოგადოება
  • 30.09.2016
  • 13:18
“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N61 ხაზზე გავა

“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N 61 ხაზზე გავა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.

ახალი ავტობუსების დედაქალაქში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „რადისონი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, EBRD-ისა და კომპანია „Man Truck and Bus AG“-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თბილისის მერმა ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას ახალი ავტობუსები წარუდგინა და სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ავტობუსებმა, სიმბოლურად,  პირველი, მოკლე მარშრუტი შეასრულეს.  

„დღეს პირველი 10 ავტობუსი ჩამოვიდა და მზად არის. ავტობუსები უახლოეს  რამდენიმე დღეში უკვე გავლენ 61 მარშრუტზე და დაიწყებენ მგზავრთა გადაყვანას. მძღოლები  მომზადებულები არიან, თუმცა, შემდეგი რამდენიმე დღე, მათ მაინც ჩაუტარდებათ დამატებითი სწავლება. მძღოლებს  სპეციალური ფორმები ექნებათ, სათანადოდ აღჭურვილები იქნებიან იმისათვის, რომ შეძლონ თანამედროვე ავტობუსების  მართვა და მგზავრების მომსახურება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. თბილისის მერიამ ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო და დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,  EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი და გაიმარჯვა გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-მა.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "E5P" 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

10 ახალი ავტობუსი ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მოძრავ N61 ავტობუსის ხაზზე დაინიშნება, აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. მეორე ეტაპზე კი ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება.

თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge