primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ბავშვები შიმშილისგან გონებას კარგავენ - „საკუთარი თვალით დავინახე, როგორ წაუვიდა გული მოსწავლეს"

  • მსოფლიო
  • 30.09.2016
  • 22:27
ბავშვები შიმშილისგან გონებას კარგავენ - „საკუთარი თვალით დავინახე, როგორ წაუვიდა გული მოსწავლეს"

მსოფლიო სანავთობო ბაზარზე შავი ოქროს ღირებულების დაცემამ ანტიამერიკული კოალიციიდან ყველაზე მეტად ვენესუელა დააზარალა. თუ რუსეთმა ეკონომიკური კოლაფსისგან თავის დაღწევა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვით და ქამრების არც ისე მტკივნეულად შემოჭერით შეძლო, ირანმა კი ბირთვულ პროგრამაზე  შეთანხმებით დასავლურ სანქციებს თავი დააღწია, კარაკასი მწვავე ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების წინაშე უსუსური აღმოჩნდა. ვენესუელა დღეს შიმშილობს.

მწვავე სასურსათო კრიზისი ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს შეეხო. მაღაზიებში დახლები უკვე მთელი წელია, ცარიელია. დროდადრო მეზობელ ვენესუელელებს საზღვარს რამდენიმე საათით კოლუმბია უხსნის. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან კილომეტრიანი რიგები დგას. სურსათის შესაძენად კოლუმბიაში გადასვლას რამდენიმე ათასი ადამიანი თუ ახერხებს, თუმცა პროდუქტების შეძენა ორმაგ ფასად უწევს. ფული კი ვენესუელაში სურსათზე არანაკლებად დეფიციტურია.

ვენესუელაში არსებულ ვითარებას კატასტროფულად აფასებს Fox news latino. ტელეარხს ინტერვიუ კარაკასის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო სკოლის პედაგოგმა მისცა. როგორც კლაირეს დიასი ამბობს, გაკვეთილებზე დასწრება კლასებში თითქმის განახევრდა. მიზეზი საკვების უკმარისობაა. მშობლებს მაღაზიებში კანტი-კუნტად შემორჩენილი სურსათის რიგში დგომა დღე და ღამე უწევთ, რის გამოც სკოლაში ბავშვების წაყვანას ვერ ახერხებენ. მოზრდილები კი საკვების რიგში მშობლებთან ერთად დგანან.

„საკუთარი თვალით დავინახე, როგორ წაუვიდა გული მოსწავლეს. მან გონება დაკარგა და წაიქცა. მშიერი იყო. ეს არამხოლოდ ჩვენს სკოლაში ხდება. კოლეგები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ბავშვებს შიმშილისგან გული მისდით,“ - ამბობს კლაირეს დიასი.

ბოლო გამოკითხვებით, ვენესუელაში დღეში ორჯერ არასრულწლოვანთა მხოლოდ 36 პროცენტი იკვებება, რაც ნამდვილ კატასტროფად შეიძლება ჩაითვალოს.  კატასტროფული მდგომარეობაა ჯანდაცვის სისტემაშიც. მედიკამენტების უკმარისობის გამო საავადმყოფოები მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღებას თანხმდებიან.

მწვავე სოციალური პირობების ფონზე ვენესუელაში სახალხო მღელვარება მატულობს. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აწყობს. კონგრესმენ მიგელ პისაროს თქმით, მთავრობა შეიარაღებაზე მილიონებს ხარჯავს, საკუთარ მოსახლეობას კი აშიმშილებს. ერთადერთ მშველელად ვენესუელას ლათინოამერიკული სარეზერვო ფონდი გამოუჩნდა, რომელმაც კარაკასს საკვებისა და პირველადი საჭიროების საგნების შესაძენად 482 მილიარდი დოლარი გამოუყო. მასობრივი სახალხო მღელვარების ფონზე რიტორიკა შეარბილა პრეზიდენტმა მადურომაც. ჰუგო ჩავესის პოლიტიკური მემკვიდრის ლექსიკონიდან უკვე რამდენიმე თვეა, შეერთებული შტატების შეურაცხმყოფელი ეპითეტები ამოვარდა. ნიკოლას მადურო დღეს აცხადებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge