ავღანეთში აფეთქებას 6 ადამიანი ემხვერპლა
- მსოფლიო
- 03.10.2016
- 12:52
სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქებისას. ამის შესახებ ტელეარხი Tolo News-ი იტყობინება. ინციდენტი ჯაუჯანის პროვინციაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დარზაბის ბაზარში ამოქმედდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200