png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართველი დიზაინრები „HADIJE”-ს საერთაშორისო მოდის პროექტს შეუერთდნენ

  • კულტურა
  • 03.10.2016
  • 16:42
ქართველი დიზაინრები „HADIJE”-ს საერთაშორისო მოდის პროექტს შეუერთდნენ

პირველად საქართველოში, The Biltmore Hotel Tbilisi-ში, გაიმართა თურქული ბრენდი „HADIJE”-ს მოდის საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს, თინათინ მაღალაშვილმა, თამარ საჯაშვილმა, მადონა ხარატიშვილმა, Domenic Mango Germany-მ, SilverNice-ს ტიხრული მინანქრის ხელოსანმა ლევან წურწუმიამ, საქორწილო კაბების მოდის სახლმა „ბისონი“-მ, მოდის სახლმა „ინტეგრალი“, დიზაინერმა მაკა ნაცვლიშვილმა, დიზაინერმა ლამან სულეიმანმა, საღამოს უძღვებოდა მსახიობი ნინო მუმლაძე.პროექტის მიზანია მოდის ინდუსტრიის განვითარება, სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერების გაერთიანება, მათი სახელის და ნამუშევრების პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში, აგრეთვე პროექტს აქვს საქველმოქმედო ხასიათი, მოგების ნაწილი გადაირიცხება აფრიკის ბავშვებისთვის წყლის და საკვების შესაძენად.

დეფილეში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა თურქმა მოდელმა, Best Model of The World და Best Model of Turqey - თუქჩე სარიკაია (Tuqce Sarikaya). საღამოს დაესწრნენ თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები, ცნობილი თურქი ქორეოაგრაფი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი ასილ საგილ (Asil Cagil), ცნობილი მსახიობი თამარ მაყაშვილი, ანსამბლ „გვირილა“-ს ხელმძღვანელი ერნა წიფურია, სომხეთის სახელმწიფო მოდის სახლის დირექტორი ოლგა ლავრინენკო, სომხეთის ცნობილი მოდელი საქო მიკირტიჩიანი, დიზაინერი და Vice Ms Top of The World Plus Size 2016 იულია მორგუნოვა, ლიკა ყაზბეგი, სოსო კავკავიშვილი, თეონა ლალიევი, ინგა სიორიძე, ფოტოგრაფი გიორგი ჩოხელი, მოდელი იკა ოტინაშვილი, ტელე-რადიო წამყვანი პაატა დათუნაშვილი, პოლონეთის ივენთებისა და რესტორნების კრიტიკოსი ლევონ დუმბოვსკი და სხვა.

პროექტი დააფუძნა ახალგაზრდა თურქმა ბიზნესმენმა ჰადიჯე აიდენიზმა. მან გადაწყვიტა შეექმნა საიტი, რომელიც გახდება ონლაინ გაყიდვების პლათფორმა ნიჭიერი დიზაინერებისთვის მთელ მსოფლიოში, ხოლო იდეა იმისა, რომ პროექტში ჩაერთოთ საქართველო და აზერბაიჯანი,  ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ყატარი, საუდის არაბეთი, ირანი, ქუვეითი, ლიბანი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები,  ეკუთვნის ლამან სულეიმანს, რომელიც არის ამ ქვეყნების კურატორი.მომავალში იგეგმება აღნიშნულ პროექტში რუსეთის ჩართვაც.

ჰადიჯე აიდენიზმა აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გაიხსნება მაღაზიები არა მხოლოდ სტამბულში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც, პირველ ეტაპზე დაგეგმილია თბილისში და შემდეგ ბათუმშიც. კომპანია უსასყიდლოდ რეკლამას გაუწევს ყველა იმ დიზაინერს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში.

კომპანია აპირებს VIP მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში მოეწყოს დახურული ჩვენებები, სადაც რა თქმა უნდა მონაწილეობის მიიღება ქართველ დიზაინერებსაც შეეძლებათ.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტურისტულ კომპანია „ინტერლაინი“-ს დირექტორს ზაზა წურწუმიას, რადგან მან უდიდესი წვლილი და დახმარება შეიტანა ამ ყველაფერში. აღნიშნული კომპანია ითანამშრომლებს ჩვენთან და დიზანერებთან, სწორედ ის იქნება ხიდი ჩვენსა და ქართველ დიზაინერებს შორის“, - განაცხადა ჰადიჯე აიდენზმა.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge