ლინდსი ლოჰანმა თითი დაკარგა
- მსოფლიო
- 04.10.2016
- 11:10
ჰოლივუდის მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა ნახევარი თითი დაკარგა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის ნაპირთან ნავის მიბმას ცდილობდა.
მსახიობმა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს დოლბანდით შეხვეული საჩვენებელი თითი.
მსახიობის თქმით, თითის დაკარგული ნაწილი იპოვეს და თავის ადგილზე ქირურგიული ოპერაციის შედეგად დააბრუნეს.
TMZ-ის ცნობით, ინციდენტი თურქეთში მოხდა, სადაც კინოვარსკვლავი სირიელი ლტოლვილების მხარდასაჭერ პროექტში მონაწილეობდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200