დავით აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა
- ეკონომიკა
- 04.10.2016
- 13:32
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს გადასცა.
კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200