კონკურენციის სააგენტოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის პროექტი გაფორმდება
- ეკონომიკა
- 20.10.2015
- 10:55
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობის პროექტის შესახებ იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონალური ცენტრის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ შეხვედრაზე, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართა.
EBRD-ის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი დაადასტურეს და პროექტის დაფინანსების მზადყოფნა გამოთქვეს. კონკურენციის სააგენტოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის პროექტი უახლოეს მომავალში შეჯერდება და გაფორმდება.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრას EBRD-ის კონკურენციის სფეროს იურისტი პოლ მოფეტი და მთავარი ეკონომისტი ლორენცო სიარი დაესწრნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200