რუსთავში სასწრაფო დახმარების მანქანა ახალგაზრდა ქალბატონს დაეჯახა
- საზოგადოება
- 06.10.2016
- 15:06
რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200