დიდუბის რაიონში 3 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
- საზოგადოება
- 07.10.2016
- 12:05
დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. თემურ ფიფიას ქუჩაზე, დავით ყიფიანის ქუჩა N20-სა და ბელიაშილის ქუჩა N12ა-ზე ასფალტის საფარი 3500 კვ.მ ფართობზე დაიგო. მოწესრიგდა ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები.
ბელიაშვილის ქუჩა N12ა-ში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, ასევე მოაწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სკვერი.
ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩა N2-სა და 4ა-ში, ასევე დიღმის მასივის 1-ლი კვარტლის 2ა და ბ კორპუსებთან. კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
საგზაო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია "იბერი" ახორციელებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200