primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

დღეს საქართველო მე-9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს

  • პოლიტიკა
  • 08.10.2016
  • 08:35
 დღეს საქართველო მე-9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს

დღეს საქართველო მე-9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს.საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია.

მოქალაქემ არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს, ასევე, უნდა აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი. საქართველოში 3 645, ხოლო საზღვარგარეთ(40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, დღეს აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების - ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, რომელზე დაკვირვებაც ცესკოს ონლაინტრანსლირებით, ფეისბუქ გვერდსა და იუთუბ არხზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, არჩევნები 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც დღეს დაითვლება.

ცესკო საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს 9 ოქტომბრის ღამითვე წარადგენს.

არჩევნებში მონაწილე პარტიები:

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 1;

„პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობა("თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!")- 2;

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ - 3;

"ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი"- 4;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 5;

"უსუფაშვილი - რესპუბლიკელები"- 6;

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - 7;

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" -8;

"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -10;

"სახალხო ხელისუფლება"-11; "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები" (ივანე წიკლაური)-12;

"დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის” – 14;

"მშრომელთა სოციალისტური პარტია"-15;

"საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" – 16;

"საქართველო" -17;

"ქართული იდეა"-18; 

"თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო" – 19;

„მერაბ კოსტავას საზოგადოება“- 22;

"ჩვენები -სახალხო პარტია" – 23;

„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი“- 25;

„ეროვნული ფორუმი“ - 26;

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“- 27;

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ – 28;

„ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)-30;

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ -41;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge