png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი

  • მსოფლიო
  • 12.11.2026
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ხოლო ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში ევროპას საკუთარი როლი უნდა ჰქონდეს.

ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მერცის განცხადებები უკრაინაში მიმდინარე ომის, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპული ქვეყნების შემდგომი ჩართულობის საკითხებს შეეხებოდა.

მერცის თქმით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები ისმის, რაც, მისი შეფასებით, ამერიკელებთან ერთად ევროპაში მდგრადი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას ქმნის.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები მესმის. ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ამერიკელებთან ერთად ევროპაში ნამდვილი სამშვიდობო წესრიგის მიღწევის შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად ვლადიმoრ პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა უნდა განაცხადონ. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა, ევროპული ქვეყნები, აშშ და რუსეთი უნდა ისხდნენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ეს საკითხი საჯარო დებატების საგანი არ უნდა გახდეს.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსება დუბლინში მიმდინარე სამიტისა და ევროკავშირის მომდევნო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. მან ევროპულ ქვეყნებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო თვეები უკრაინისთვის გადამწყვეტი, ზამთარი კი განსაკუთრებით რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების შედეგად მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ომის დასრულების მიმართულებით კონკრეტული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტეგები:
  • უკრაინა
  • ფრიდრიხ მერცი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge