primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

  • პოლიტიკა
  • 08.10.2016
  • 12:35
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი  მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიხსნა. პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე ხმას აძლევენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები და ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით  არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, 24 საათიან სამუშაო ცვლაში მყოფ თანამშრომლებსა და პატიმრებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ მიმაგრებულ უბნებზეც გადასატანი ყუთების მეშვეობით.

პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს კი აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო  დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ანა ორთოიძის განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებაში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების  (ISFED)“ წარმომადგენლის  მარი ჩიტაიას განცხადებით ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად,  სტანდარტების დაცვით გაიხსნა. რაიმე სახის  ექსცესს ადგილი  არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებულ პოზიციაზე ვარ, არ შემიმჩნევია რაიმე სახის დარღვევა,“-განაცხადა მარი ჩიტაიამ.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ენირა ბრონიცკაისას განცხადებით, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან რამდენიმე საარჩევნო უბანს, რომელიც გახსნილია პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე.

„ამჟამად ვიმყოფებით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილი იქნება ორი დამკვირვებლით. დაკვირვების შედეგები ჩვენს საბოლოო ანგარიშში აისახება,“ - განაცხადა ენირა ბრონიცკაიამ.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი);  N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) გაიხსნა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge