png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი ტუღუშის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დარღვები საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ნაკლებებოითაა გამოწვეული

  • პოლიტიკა
  • 08.10.2016
  • 13:15
გიორგი ტუღუშის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დარღვები საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ნაკლებებოითაა გამოწვეული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიორგი ტუღუშის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დარღვები საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ნაკლებებოითაა გამოწვეული.

„კომპეტენციის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე, როცა საუბნო და საოლქო კომისიები კომპლექტდებოდა, პრეფერენცია მიეცა არა ამ ადამიანების პროფესიონალიზმს, არამედ მათ პოლიტიკურ სიმპათიებს და უშუალოდ ეს კომისიები დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ პრეფერენციების მიხედვით.

დიდუბის ნომერ 15-ე უბანზე დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმი, რომლის დიდი ნაწილი იყო შევსებული და მასზე იყო კომისიის თავმჯდომარის და წევრების ხელმოწერა. ეს პრობლემა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი. ასევე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნასაკირალში, ოზურგეთის რაიონის 60-ე უბანზე, შესასვლელ კარებთან ეწეოდნენ აგიტაციას. მას შემდეგ, რაც მათ მიუთითეს ამ დარღვევაზე, შედგა შესაბამისი საჩივარი და სთხოვეს წასულიყვნენ იქიდან, ადგილზე მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც ითხოვდა ამ ადამიანების უბანში შეშვებას, რაც ასევე აღკვეთეს ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა.

დარღვევა დაფიქსირდა ასევე ნინოწმინდაში 26-ე უბანზე, როდესაც 4 პირი ხმას საარჩევნო კაბინის გარეთ, კომისიის თავმჯდომარის მაგიდაზე აძლევდა და ასევე ეწეოდნენ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაციას, რაც ასევე აღკვეთეს მათმა კომისიის წევრებმა.
სხვა დარღვევებიც ფიქსირდება, რომლებზეც ახლა არ ვისაუბრებ. ჩვენი კომისიის წევრები და დამკვირვებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოხდეს თითოეული დარღვევის აღრიცხვა, დროული რეაგირება და უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ხმის დაცვა“, - აღნიშნა ტუღუშმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge