png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული - დავით უსუფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.10.2016
  • 16:58
 მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული - დავით უსუფაშვილი

ჩვენი მონაცემებით, მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. მისი მტკიცებით, მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის თაობაზე მისი პროგნოზი გამართლდება.

„ჩვენ უკვე გავიარეთ კენჭისყრის ორი მესამედი. დარჩენილია კიდევ ერთი მესამედი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს თავისუფლება, თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მისცეს ხმა. გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ხარვეზებია. ვინაიდან სერიოზულ დარღვევებზე არ და ვერ ვსაუბრობთ. ჩვენი დამკვირვებლები აკვირდებიან უბნებს. ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მივმართო ამომრჩევლებს, ნუ დარჩებით სახლში. ამომრჩეველთა აქტივობა არის მაღალი, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ საქართველოს პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს მოსახლეობის განწყობებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილი.

მისი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციები უმკლავდებიან თავის საქმეს. ,,მაგრამ მინდა მოვუწოდო ბოლო საათებში კიდევ უფრო ყურადღებით იყვნენ. მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ძალიან კარგად ჩატარდეს არჩევნები. ეს ჩვენი სახელმწიფო ფუნქციაა. მზადდება ეგზიტპოლები. ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგები. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს შედეგებს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, რა შედეგი გვაქვს. ამისკენ მოვუწოდებ სხვა პარტიებსაც”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge