კანადის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
- მსოფლიო
- 20.10.2015
- 12:42
კანადაში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი ხელმძღვანელობს, დამარცხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ჰარპერმა თანაპარტიელებს ახალი ლიდერის არჩევისკენ მოუწოდა. მან გამარჯვებული ლიბერალური პატიის თავმჯდომარეს ჯასტინ ტრიუდოს დაურეკა და დამარცხება აღიარა.
43 წლის ჯასტინ ტრიუდო გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის პიერ ტრიუდოს ვაჟია. ის კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება, რადგან მისმა პარტიამ პარლამენტში ყველაზე მეტი -338 ადგილი მოიპოვა.
ლიბერალები 185 ოლქში ლიდერობენ, თავად ტრიუდომ არჩევნები მონრეალის საარჩევნო ოლქში მოიგო. ლიბერალების გარდა პარლამენტში მოხვდებიან კონსერვატორები, რომლებსაც 97 ადგილი ერგოთ, ”ახალ დემოკრატებს” - 28 ადგილი, ხოლო ”კვებეკის ბლოკი” ცხრა ადგილს დასჯერდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200