png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე გაიმართება

  • პოლიტიკა
  • 09.10.2016
  • 11:00
 არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე გაიმართება

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვის ალბათობაზე საუბრობენ როგორც მმართველ პოლიტიკურ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც დადგება მეორე ტურის საჭიროება, მისი გამართვის  უკიდურესი ვადა 2 ნოემბერი იქნება.

კერძოდ, ”საარჩევნო კოდექსის” თანახმად, , პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურების გამართვის უკიდურესი ვადა 2 ნოემბერია. იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების პირველ ტურში საჩივრები არ იქნება, ან თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში არ გასაჩივრდება, მაშინ შესაძლებელია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს არა 25-ე დღეს, არამედ უფრო ადრე. ანალოგიურად, მეორე ტურის შედეგების გასაჩივრებაზეა დამოკიდებული არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.

რაც შეეხება პარლამენტის სხდომის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებაზე.

კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. 
პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა − მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში. 
პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge