რეჟისორი ანჯეი ვაიდა გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 10.10.2016
- 14:06
პოლონური კინემატოგრაფის კლასიკოსი ანჯეი ვაიდა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა, რის გამოც ის გასულ კვირას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ვაიდა ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორიცაა „თაობა,“ „რკინის კაცი“ და „დანტონი.“ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მას ოქროს პალმის რტოს, ბაფტასა და ოსკარის პრესტიჟული ჯილდოები რამდენჯერმე აქვს მიღებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200