png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში გამარჯვება მოიპოვა

  • პოლიტიკა
  • 11.10.2016
  • 11:16
ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში გამარჯვება მოიპოვა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოში ყველაზე დიდი ოლქი (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი და ბაზალეთის დევნილთა დასახლება) ახალია და მოიცავს 3 მუნიციპალიტეტსა და 425 სოფელს.

ზაქარია ქუცნაშვილმა არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისათვის:

„8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი და დაამტკიცა, რომ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ჩვენი მოსახლეობის პრიორიტეტია. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას და შიშზე დამყარებულ ძალაუფლებას. ოთხი წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც შეძლო და ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული პრინციპები, დღეს კი დავამტკიცეთ რომ ჩვენი არჩეული გზა, ჩვენი პოლიტიკური კურსი კვლავ ნდობით სარგებლობს მოქალაქეებში. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დუშელების, თიანელების, ყაზბეგელებისა და მათ შორის ბაზალეთის დევნილთა დასახლების წინაშე, რომელთაც აირჩიეს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნათელი, მშვიდი და სტაბილური მომავალი, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი თითოეული ადამიანის კეთილდღეობა იქნება, მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში“, - ზაქარია ქუცნაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge